საქალაქო სასამართლოში ბორჩაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესი დასრულდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ბრალდებით დაკავებულის აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულების დახურული სასამართლო პროცესი დასრულდა.
როგორც პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, პროცესზე კონტრტერორისტული სამსახურის ორი თანამშრომელი დაიკითხა. ამასთან, პროკურატურამ ახმედ ჩატაევის მიერ ქართველი სამართალდამცველებისთვის გამოგზავნილი მუქარის შემცველი გზავნილიც წარადგინა.
“დაიკითხა ორი მოწმე, რომლებიც არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს ის ინფორმაცია, რაც უშუალოდ უკავშირდება ბრალდებულებზე წარდგენილ ბრალდებას. გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა მოწმის სასამართლოზე მიცემული ჩვენება, რომელიც შეეხებოდა ახმედ ჩატაევის მიერ განხორციელებულ მუქარის ბრალს. ის მოითხოვდა დაკავებულების გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვემუქრა. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარე მიიჩნევს, ეს მტკიცებულება არის ბრალდების ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ბრალდებულების ბრალეულობას”,- განაცხადა პროკურორმა.