ნოდარ ხადური: თებერვალში 7,1- პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა

  საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მიმდინარე წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,1 -პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, მონაცემები გუშინ შეჯამდა.
“გუშინ დავაჯამეთ თებერვლის თვის წინასწარი ინფორმაცია. თებერვალში, გასული წლის თებერვალთან შედარებით, 7, 1- პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. სტატისტიკა იმუშავებს და დააზუსტებს ამ მონაცემებს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები