სროლა და ყაჩაღობა „ნიკორაში“ – დაჭრილია დაცვის თანამშრომელი   

თბილისში, ვარკეთილში, “ნიკორას“ სუპერმარკეტი დააყაჩაღეს. წინასწარი ინფორმაციით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა სუპერმარკეტში დაახლოებით 15-ჯერ გაისროლა. მომხდარის შედეგად მაღაზიის დაცვის თანამშრომელი დაიჭრა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, მძარცველმა მაღაზიიდან დაახლოებით 250-მდე ლარის გატანა შეძლო.
როგორც „კვირას“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები