საქალაქო სასამართლოში აიუფ ბორჩაშვილის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ბრალდებით დაკავებულის, აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში განახლდება.
დღევანდელ პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. გუშინდელ სხდომაზე საპატრულო პოლიციისა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომელი დაიკითხა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოწმეებს ინფორმაციის წყარო არ დაუსახელებიათ, რის გამოც ჩვენება მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.
“დღვანდელ სასამართლოზე გაგრძელდება ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა. ჩვენ არ ვიცით, რამდენ მოწმეს წარმოადგენს ბრალდება, თუმცა დღეს ჩანიშნულია სხდომა 10:00 საათიდან და დათმობილი აქვს ოთხი საათი. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ სამ-ოთხ მოწმეს წარმოადგენს ბრალდების მხარე”,- განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები