მებაჟე ოფიცრებმა ოქროს ზოდების დეკლარირების გარეშე შემოტანის მცდელობა გამოავლინეს
შემოსავლების სამსახურმა ოქროს ზოდების დეკლარირების გარეშე შემოტანის მცდელობა გამოავლინა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფაქტი საბაჟო – გამშვები პუნქტის, “თბილისის აეროპორტის” მებაჟე ოფიცრებმა გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ოფიცრებმა აზერბაიჯანის მოქალაქე მ.ა.-ის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული, 3 ცალი ოქროს ზოდი აღმოაჩინეს. საქონლის საერთო წონამ 300 გრამი, საბაჟო ღირებულებამ კი 29 415,17 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.