ირაკლი შოთაძე ოლქის პროკურორებსა და თბილისის პროკურორს შეხვდა
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ოლქის პროკურორებს და თბილისის პროკურორს შეხვდა.
დღევანდელ შეხვედრაზე რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
მთავარმა პროკურორმა საქართველოს პროკურატურის განვითარების და რეფორმირების საკუთარი გეგმა გააცნო ოლქის პროკურორებს და ამ მიმართულებებით მათ დავალებები მისცა.
შოთაძე 2 დეკემბერს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებთან გაფართოებული შეხვედრის გამართვას გეგმავს, სადაც პროკურატურის განვითარების საკუთარ პროგრამას გააცნობს თანამშრომლებს და აღნიშნულ ფორმატში მოხდება სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებებით გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა.