აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესი ხვალ გაგრძელდება

საქალაქო სასამართლოში ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ბრალდებით დაკავებულების პროცესი ხვალ განახლდება
დღევანდელ სასამართლო პროცესზე საპატრულო პოლიციისა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომელი დაიკითხა.
საქმის პროკურის ზვიად ფხაკაძის განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა დაადასტურა, რომ არასრულწლოვან მუსლიმ კუშტანაშვილის გასვლა საქართველოს საზღვარზე გაუფრთხილებლობის შედეგი იყო. ხოლო კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომელი სასამართლოზე დახურულ რეჟიმში დაიკითხა.
შეგახსენებთ, 2015 წლის ივნისში პანკისელი აიუფ ბორჩაშვილი და მასთან ერთად კიდევ სამი პირი დააკავეს. მათ ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და გადაბირება ედებათ, კერძოდ, ბრალდების მასალების მიხედვით, საუბარია 17 წლის მუსლიმ კუშტანაშვილისა და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის სირიაში გამგზავრებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები