ობამა „ბატაკლანის“ საკონცერტო დარბაზს ეწვია

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პარიზში „ბატაკლანის“ საკონცერტო დარბაზს ეწვია, რომელშიც 13 ნოემბერს ტერორისტები კონცერტის მაყურებელს თავს დაესხნენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, ობამასთან ერთად ტრაგედიის ადგილზე საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდიც მივიდა. ობამა პარიზში გაეროს კლიმატურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, რომელიც დღეს იწყება. პარიზში 13 ნოემბერს ღამით მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებს 130 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები