გამოიცა მანანა ბობოხიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ალბომი

 გამოიცა და დაიბეჭდა ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, საქართველოს დამსახურებული მხატვარ-მონუმენტალისტის, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატის მანანა ბობოხიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ალბომი.
მანანა ბობოხიძე XX საუკუნის ქართველ მხატვართა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანია. მისი ადრეული ნამუშევრები გამოირჩევა რომანტიკული, ჩაფიქრებული პერსონაჟებით, ხალხური მეტაფორული სახეებით, მეოცნებე პერსონაჟებითა და მოქმედების თამამი პოეტური მონტაჟით. მოგვიანებით მისი ფერწერა უფრო ექსპრესიული, მუსიკალური, დინამიური და დრამატული გახდა. მხატვრის ტილოები დაცულია არაერთ მუზეუმსა და კერძო კოლექციაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მანანა ბობოხიძე ლადო გუდიაშვილის ახლო მეგობარი, მუზა და მისი სამხატვრო ტრადიციების გამგრძელებელი იყო. ალბომი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიების ცენტრის ხელშეწყობით გამოიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები