პარიზის ცენტრში ფეხსაცმლების აქცია გაიმართა
პარიზელებმა და საფრანგეთის დედაქალაქის სტუმრებმა ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა სტილის, ზომის და ფერის ფეხსაცმელი რიგებად დააწყვეს. აქციის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა Avaaz-ი. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის რუბი ზაქსის ინფორმაციით, თითოეული წყვილი ფეხსაცმელი არის ერთი ადამიანი, რომელიც დედამიწის ეკოლოგიას მხარს უჭერს. „დემონსტრაციის“ ზოგიერთმა მონაწილემ ფეხსაცმელს სახელი მიაწერა. მათ შორის არიან გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი, მსახიობი მარიონ კოტიარი და რომის პაპი ფრანცისკი. შეგახსენებთ, რომ პარიზში დღეს კლიმატური სამიტი იწყება, რომელშიც მსოფლიოს 195 ქვეყნის 40 ათასი დელეგატი მონაწილეობს.