საქალაქო სასამართლოში აიუფ ბორჩაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში აიუფ ბორჩაშვილის პროცესი ორი საათის წინ განახლდა. ან წუთებში ბრალდების მოწმეებს უსმენენ. უკვე დაიკითხა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.
პანკისიდან ახალგაზრდების სირიაში გადაყვანის ორგანიზებაში ბრალდებული იმამის პროცესი, რამდენიმე წუთის წინ დაიხურა. სხდომის დახურვის მიზეზი სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა გახდა. პროკურორის განცხადებით, სხდომის დახურვა აუცილებელი იყო, რადგან ხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომელი უნდა დაიკითხოს. ამასთან, პროკურორმა ვარაუდი გამოთქვა, რომ შესაძლოა, მოწმემ საიდუმლო ინფორმაცია გააჟღეროს.