უკრაინის პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ ვასილი პასკალმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა დაწერა.
გადადგომის შესახებ განცხადებაში პასკალმა მიუთითა, რომ ის თანამდებობას ტოვებს, რათა უკრაინის შსს-ს გუნდი დატყმის ქვეშ არ დააყენოს და პოლიციის მიმართ მოქალაქეების ნდობა არ შელახოს. ამასთანავე, პასკალი კატეგორიულად უარყოფს მაიდანის მონაწილეების დევნას, რის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.
„კატეგორიულად მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის იმ ტრაგიკულ დღეებში უკრაინის საგამოძიებო ორგანოები პოლიტიკისგან შორს იყვნენ, მონაწილეობდნენ სისხლის სამართლის დანაშაულების გამოძიებაში და მე, პირადად, დიდი წვლილი შევიტანე, რომ უწყების თანამშრომლები პოლიტიკური ზეწოლისთვის არ გამოეყენებინათ“, – განაცხადა პასკალმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ვასილი პასკალის გადადგომა უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსმა ხატია დეკანოიძემ დააანონსა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები