2016 წლის ბიუჯეტის ჩასწორებულ ვარიანტს მთავრობა დღეს პარლამენტში წარადგენს
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მესამე, ჩასწორებულ ვარიანტს მთავრობა საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარადგენს. ბიუჯეტი 225 მილიონი ლარით იზრდება და ის 10 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. უკვე ცნობილია, რომ ივლისიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება. დაგეგმილია ასევე მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდაც. კვლავ პრიორიტეტულია სოციალური და ინფრასტრუქტურის პროგრამები. მთავარი საფინანსო დოკუმენტი 3%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
პროექტს დეპუტატები კენჭს მომავალ სასესიო კვირას უყრიან. მთავრობის შეთავაზებულ ვარიანტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია.