რუსთავში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაძარცვეს

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “იზიმანი” გაძარცვეს. აღნიშნული შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. როგორც ორგანიზაციის თანამშრომელი აცხადებს, ოფისიდან გატანილია გარკვეული ნივთები, მათ შორის ლეპტოპები.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები