არასამთავრობოები მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით კანონპროექტს აპროტესტებენ

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წევრებმა, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივასთან დაკავშირებით, უკმაყოფილება გამოხატეს და მოწმეთა დაკითხვის წესის კანონპროექტი გააპროტესტეს. როგორც კოალიციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტეს, კანონპროექტის არსებული ფორმით დამტკიცება მომავალში ბევრ სამართლებრივ და პროცედურულ პრობლემას წარმოქმნის.
“ეს მოდელი ვერე უზრუნველყოფს ვერც მხარეთა თანასწორობას და, ვფიქრობთ, ვერ შექმნის რეალურ საფუძველს მოწმეთა ნებაყოფლობითი დაკითხვისთვის. ჩვენ ვიცით, დღეს მთავარი პრობლემა არის, რომ მოწმე სერიოზული ზეწოლის ობიექტია ხშირ შემთხვევაში სისხლის სამართლის სამართალწარმოების დროს. ასევე მეორე პრობლემა მხარეთა უთანასწორობაა სისხლის სამართლის პროცესში. ამიტომ, ორივე პრობლემას გამოსწორება სჭირდება“, – განმარატვს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი სოფო ვერძეული
კონსტიტუციის 42-ე მუხლის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ძალიან ხისტი პოზიცია ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს, რომელმაც განაცხადა, რომ ან შევა ასეთი ტიპის ცვლილებები, ან ისევ გადავადდება ახალი წესი მოწმის დაკითხვის თაობაზე.
„საბოლოო ჯამში, დაგვრჩება ისევ 98 წლის კანონმდებლობა. ჩვენ დავდექით ასეთი არჩევანის წინაშე – ცუდი და უარესი. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის მიუღებელია ის ცვლილებები, რაც წარდგენილია პარლამენტში,“ – აცხადებს ნინო ელბაქიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები