გიორგი კეკელიძის ,,პოეზია 2008 – 2013“

 26 მარტს, 19 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში გიორგი კეკელიძის ლექსების კრებულის ,,პოეზია 2008- 20 13“ პრეზენტაცია გაიმართება. მისი რედაქტორია გაგა ლომიძე, გარეკანის მხატვარი – მაია ლაშაური, კორექტორი – ნინო საითიძე, წინასიტყვაობა ზურაბ კიკნაძეს ეკუთვნის. წიგნის წინასიტყვაობაში “დამალულის იდუმალება“ ზურაბ კიკნაძე აღნიშნავს:
“ამ ახალ კრებულში, რომელიც ხუთწლეულის ნამუშაკევს მოიცავს, გიორგი კეკელიძე თავისი პოეტური მრწამსის, სხვაგვარად, მოწოდების, გზნების თუ ძახილის ერთგული რჩება. რამდენიმე წლის წინ ამ სიტყვების ავტორს ჰქონდა შემთხვევა, სიტყვიერად გამოეთქვა მისი წინანდელი კრებულის – „ოდებისგან“ მიღებული შთაბეჭდილებები. მეჩვენებოდა, თითქოს პოეტი ერთზე წერდა, მკითხველი კი სხვას კითხულობდა. ასეთი იყო საერთო შთაბეჭდილება, რომელიც ახალი კრებულის თუნდაც ზერელე გადაკითხვამ განაახლა. ერთის წერა და სხვის კითხვა პოეზიის ბედისწერაა. სურდეს, არ სურდეს, ამას ვერ ასცდება პოეტი, თუ ის ნამდვილ პოეზიას ქმნის და არა უბრალოდ ლექსებს“.
გიორგი კეკელიძის ლექსების კრებულის ,,პოეზია 2008- 2013“ კრებული ,,სიესტამ” გამოსცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები