„ბავშვმა ჩახუთულობას ვერ გაუძლო, ამასობაში ფეხმძიმე ქალმა გონება დაკარგა“ – საგანგაშო სტატისტიკა საქართველოში

დედაქალაქში 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე ბუნებრივი აირით ინტოკსიკაციის 3103 ფაქტი დაფიქისრდა. აქედან რამდენიმე ფატალური შედეგით დასრულდა.
ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“აქვეყნებს.
როგორც გამოცემასთან საუბრისას სპეციალისტი ყვება, თუ გამათბობელს ქარხნული წუნი არ აქვს და ნორმალური დამონტაჟებულია, ბუნებრივი აირის გაჟონვის ალბათობაც არ არსებობს.
„დღეს თითქმის ყველას აქვს გამათბობელი და უნდა იცოდნენ, რომ თუ სახლში უსიამოვნო სუნია, რაც ძალიან გავს ბუნებრივი აირის ნამწვის სუნს, აუცილებლად უნდა გამოიძახონ შესაბამისი სპეციალისტი.
მხოლოდ კარგი გამათბობლები და უშეცდომოდ დამონტაჟება კი არ არის სიფრთხილისგან თავის დაზღვევა?! სპეციალისტმა ის მილებიც უნდა შეამოწმოს საიდანაც ხდება შეერთება, ანუ, საიდანაც მიეწოდება ბუნებრივი აირი გამათბობელს.
გასულ კვირას ერთი ოჯახიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ყოველ 10 წუთში წყლის გამათბობელი ითიშებოდა. სახლში ორსული ქალბატონი და მოზარდი დამხვდა. სახლში ჰაერის გამათბობელიც ენთო და საშინელი სიცხე იყო. ბავშვმა ჩახუთულობას ვერ გაუძლო და ცუდად გახდა. მაშინვე ფანჯრები გამოვაღე. როგორღაც გონზე მოვიდა და საკვები მოითხოვა. ამასობაში ფეხმძიმე ქალმა დაკარგა გონება. ამ „კალონკას“ ნამწვის გამწოვი კარგად უმუშავებდა, მაგრამ ჟანგბადს ანადგურებდა და სწორედ ამ უჟანგბადობას ვერ გაუძლო სუსტმა ორგანიზმმა“,- აცხადებს სპეციალისტი.
მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ თუ ჰაერისან წყლის გამათბობელმა რამდენიმე წელი იმუშავა, ე.წ. ვინტები ეშვება და გაჟონვაც მასობრივ სახეს ამიტომ იღებს. ამას კი ყურადღებას არავინ აქცევს.
მისივე მტკიცებით, „გაზის კალონკები“ სახლში უნდა დამონტაჟდეს და არა აივანზე, რადგან სიტუაციის კონტროლი შეძლო.
„გამათბობელი აივანზე მქონდა დამონტაჟებული. ჩემმა მეუღლემ ვერ დაინახა და ცეცხლი გაუჩნდა. ახლა სახლში მაქვს დამონტაჟებული და უკვე ვაკონტროლებთ სიტუაციას.
რამდენიმე დღის წინ ჩემს მეზობელს სახლში ჰაერს გამათბობელი დავუმნტაჟე.იმ დღესვე ცუდად გახდა. აღმოჩნდა, რომ გამათბობელს ქარხნული დაზიანება ჰქონდა“,-აცხადებს სპეციალისტი და საზოგადოებას პერიოდულად ოთახების განიავებას ურჩევს.
მისი თქმით, როგორი კარგი გამათბობელიც არ უნდა გვქონდეს, როგორ კარგადაც არ უნდა დავამონტაჟოთ ოთახს პერიოდულად განიავება მაინც სჭირდება. ზოგიერთი გამათბობელი ქრონიკულ ასთმასაც აჩენს“,-დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები