მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნეფერტიტის აკლდამა აღმოაჩინეს

ეგვიპტეში მომუშავე არქეოლოგები აცხადებენ, რომ მათ მიაკვლიეს მტკიცებულებებს, რომელთა მიხედვით ტუტანხამონის სამარხში არის საიდუმლო ოთახი, რომელშიც შეიძლება იყოს ძველი ეგვიპტის დედოფლის, ნეფერტიტის აკლდამა.
ეგვიპტის ძეგლთა დაცვის მინისტრი მამჰუს ალ დამატი ამბობს, რომ აღმოჩენილ ოთახს მეცნიერებმა აკლდამის სკანირების შედეგად მიაგნეს. სკანირების დროს სპეციალური აპარატურა იყო გამოყენებული, რომელიც ძეგლს ზიანს არ აყენებს. მეცნიერები კვლევების გაგრძელებას გეგმავენ, რათა ნეფერტიტის სამარხს მიაგნონ. ნეფერტიტი ეგვიპტის დედოფალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1351 – 1334 წლებში იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები