მაკედონიის პოლიციამ მიგრანტების დასაშლელად სპეციალური ხელყუმბარები გამოიყენა

მაკედონიის პოლიციამ მიგრანტების დასაშლელად სპეციალური ხმაურის ხელყუმბარები გამოიყენა, – ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეტედ პრესი“ იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, მაკედონიის პოლიცია მეზობელი საბერძნეთის ტერიტორიაზე გადავიდა, ვინაიდან ლტოლვილებმა მათ ქვები დაუშინეს. მდგომარეობა საზღვარზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც საბერძნეთის მხარეს მყოფმა ერთ–ერთმა მიგრანტმა თვითმკვლელობა სცადა. საქმე იმაშია, რომ მიგრანტი, რომელსაც მაკედონიაში შესვლის უფლება არ მისცეს, სარკინიგზო ვაგონის სახურავზე აძვრა და დენის კაბელს შეეხო, რის შედეგად ძლიერი დამწვრობა მიიღო.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მაკედონიის სასაზღვრო და უსაფრთხოების ძალებმა საბერძნეთის საზღვარზე ლტოლვილებთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის გამო, რკინის ღობეების აღმართვა დაიწყეს და იმ ადგილებში, სადაც მიგრანტები საბერძნეთი – მაკედონიის საზღვარს კვეთენ, მავთულხლართებიც დაამონტაჟეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები