პესკოვი – სირიაში რუსული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები მოქმედებისთვის მზად არიან

სირიაში მოქმედი რუსული ავიაცია დავალებებს ჰაერსაწინაააღმდეგო საშუალებების დაცვის ქვეშ შეასრულებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ასევე მან აღნიშნა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის რეგიონში ფრენების თაობაზე კოორდინაცია შეწყვეტილია. „რუსი პილოტები დაზღვეულები არიან საფრთხის ხელახალი წარმოქმნის შემთხვევაში, შესაბამისი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები დაყენებულია“, – განაცხადა პესკოვმა.
მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთი ავიაბაზა “ჰეიმიმზე“ უახლეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს C-400 გადაისვრის, ხოლო ზღვიდან ავიაციას კრეისერი „მოსკოვი“ დაიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები