თურქეთი საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს აუცილებლობის გარეშე რუსეთში არ ჩავიდნენ
ანკარა საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს აუცილებლობის გარეშე რუსეთში არ ჩავიდნენ, ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ესკალაციის ფონზე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ვითარების გარკვევამდე რუსეთში ყველა სახის ვიზიტის გადადებას ურჩევს.
ამის მიზეზად თურქეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში იმ სირთულეებს ასახელებენ, რომლებსაც რუსეთი წააწყდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ, რუსეთმა თურქეთთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ განაცხადა და ანკარის წინააღმდეგ ეკონომიკური სანციების პაკეტს ამზადებს.