ყირიმის მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება
ყირიმის მოსახლეობის უმეტესობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შაბათის დილისთვის გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 431 მეგავატი შეადგინა, ხოლო ელექტროენერგიის დეფიციტი 673 მეგავატს შეადგენს.
ყირიმში ელექტროენერგიის დეფიციტი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ოკუპირებულ ნახევარკუნძულს დენის მიწოდება უკრაინამ შეუწყვიტა. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ამჟამად ელექტროენერგია ყირიმში 296 დასახლებულ პუნქტს არ მიეწოდება, სადაც 600 ათასი ადამიანი ცხოვრობს.