ეგვიპტეში პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმის შედეგად ოთხი პოლიციელი დაიღუპა

ეგვიპტეში პოლიციის ბლოკ-საგუშაგოზე თავდასხმის შედეგად ოთხი პოლიციელი დაიღუპა, – ამის შესახებ ეგვიპტური მედია იუწყება. თავდასხმა ჯოსერის პირამიდის სიახლოვეს, გზაზე მოხდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაუდგენელი პირები ბლოკ-საგუშაგოსთან მოტოციკლით მივიდნენ და ავტომატებიდან პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი მიიმალნენ. ამჟამად შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიციის ქვედანაყოფებია მობილიზებული. მიმდინარეობს თავდამსხმელების ძებნის ოპერაცია.
რამდენიმე დღის წინ ეგვიპტეში ტერაქტი სინაის ნახევარკუნძულზე მოხდა, სადაც ასევე პოლიციელები დაიღუპნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები