პესკოვი – თურქეთის მოქმედების პროგნოზირება შეუძლებელია
თურქეთის ხელისუფლების მოქმედებების პროგნოზირება, მას შემდეგ, რაც თურქმა სამხედროებმა რუსული „სუ-24“ ჩამოაგდეს, ძალზე რთულია. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. პრესმდივანმა ამის შესახებ ტელეარხ „როსიას“ ეთერში ისაუბრა. „მიმაჩნია, რომ თურქეთის ხელისუფლების პროგნოზირების ხარისხის დადგენა დღეს ძალზე რთულია“, – განაცხადა პესკოვმა რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების ფაქტის კომენტირებისას.
რუსული ბომბდამშენი თურქეთ-სირიის საზღვარზე სამშაბათს ჩამოაგდეს. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, მან სირიის მხრიდან ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.