აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთში ოპოზიციონერი ჟურნალისტების დაკავებით აღშფოთებულია
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აღშფოთებას გამოთქვამს გამოცემა Cumhuriyet-ის ოპოზიციონერი ჟურნალისტების დაკავების გამო, რომლებმაც სირიაში იარაღის კონტარბანდის შესახებ მასალა გამოაქვეყნეს, – ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა გააკეთა.
„გამოძიება, სისხლის სამართლის ბრალდებები და დაკავება თურქეთის ხელისუფლების მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების ფუძემდებული პრინციპების ერთგულებასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს იწვევს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ჯაშუშობის ბრალდებით გაზეთ Cumhuriyet-ის მთავარი რედაქტორი და ერთ-ერთი ჟურნალისტი დააკავა.