ნიგერიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა
ნიგერიაში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.
ტერორისტმა „შაჰიდის ქამარი“ კანოს შტატში აიფეთქა იმ ადგილას, სადაც მუსულმანი მომლოცველების პროცესია ქალაქ ზარასკენ მიდიოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
წყაროს ცნობითვე, ათობით ადამიანი დაჭრილია.
The Guardian-ის ინფორმაციით, დაკავებულია ტერორისტული აქტის თანამონაწილე, რომელმაც აღიარა, რომ ისინი ექსტრემისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ წევრები არიან.
„ბოკო ჰარამი“ ნიგერიაში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ისლამური სახელმწიფოს შესაქმნელად იბრძვის. ეს დაჯგუფება რეგულარულად აწყობს ტერაქტებს ნიგერიის მთელ ტერიტორიაზე.