აშშ-ში პოლიციასა და ბოროტმოქმედს შორის ორმხრივი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

სამი ადამიანი დაიღუპა აშშ-ს ქალაქ კოლორადო სფრინგსში პოლიციასა და ბოროტმოქმედს შორის მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად.
ბი-ბი-სის ცნობით, უცნობი პირი ოჯახის დაგეგმვის ცენტრ Planned Parenthood-ში შეიჭრა. ქალაქის მერის ჯონ სუტერსის ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელი და ორი რიგითი მოქალაქეა. რამდენიმე ადამიანი დაჭრილია. თავდამსხმელი დააკავეს. ოჯახის დაგეგმვის ცენტრი Planned Parenthood არაკომერციულ ორგანიზაციას ეკუთვნის და მის სამედიცინო მომსახურებაში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტაც შედის. ეს კლინიკა არაერთხელ გამხდარა კონსერვატიულად განწყობილი ორგანიზაციების კრიტიკის საგანი, რომლებიც აბორტის წინააღმდეგ გამოდიან. უსაფრთხოების მიზნით, სამედიცინო ცენტრმა რამდენჯერმე ადგილი შეიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები