რუსეთში დეპუტატი ხელყუმბარით ააფეთქეს

რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკის ოლქის საკანონმდებლო კრების დეპუტატი ოქსანა ბობროვსკაია საკუთარ მანქანაში ხელყუმბარით ააფეთქეს. სამართალდამცველი ორგანოების ცნობით, ბობროვსკაია „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. დაიღუპა ბობროვსკაიას მეუღლეც. პოლიცია ეჭვობს, რომ ხელყუმბარა სწორედ მან ააფეთქა.
ნოვოსიბირსკის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის სამმართველომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ოქსანა ბობროვსკაია ნოვოსიბირსკის საკანონმდებლო კრებაში ოქტომბრის რაიონიდან იყო არჩეული. მანამდე ის კომპანია „დისკუს პლუსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები