ერდოღანი – ჩვენ ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ, ბოდიში ჩვენ უნდა მოგვიხადონ

 თურქეთი არ აპირებს ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის გამო ბოდიშის მოხდას. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მე ვფიქრობ, რომ თუ ვინმეს ბოდიში ავქვს მოსახდელი, ეს იმათ ეხებათ, ვინც ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია“, – განაცხადა ერდოღანმა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თურქულმა მხარემ დღემდე ბოდიში არ მოიხადა ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო.
„ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თურქეთს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შეგნებულად შეჰყავს ჩიხში. ჩვენ ამ დრომდე არ მოგვისმენია ბოდიში თურქეთის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან: არც ზარალის ანაზღაურების, არც დამნაშავეების დასჯის კუთხით“, – განაცხადა პუტინმა.
რუსული ბომბდამშენი „სუ-24“ თურქეთ-სირიის საზღვართან 24 ნოერმბერს ჩამოაგდეს. თურქული მხარე აცხადებს, რომ თვითმფრინავმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. მოსკოვის განცხადებით, ბომბდამშენი სირიის საჰაერო სივრცეში გაანადგურეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები