ბოლივუდი საქართველოში კინოგადაღებებს გეგმავს

 დღეს, ინდოეთის კინოსტუდიების წარმომადგენლები საქართველოში კინოგადაღებების საკითხებზე სასაუბროდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტის მოადგილეს ქეთევან ბოჭორიშვილს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ინდოეთის სტუდიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს დიდი სურვილი, რათა კინოგადაღებები აწარმოონ საქართველოში. ამ მიზნით, ისინი გეგმავენ, ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვიზიტს და გადაღებისთვის გამოსადეგი ადგილების შერჩევას. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები