ირაკლი შოთაძე: ჩვილების უკანონო გზით გაყვანის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს

მთავარი პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ჩვილების უკანონო გზით გაყვანის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა დეტალები მისთვის ცნობილი არ არის. შოთაძემ აღნიშნული განცხადება პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატ თამარ კორძაიას კითხვის საპასუხოდ გააკეთა. იგივე შინაარსის კითხვის დასასმელად სხდომის მიმდინარეობისას ასოციაცია “მომავლის იმედის” ხელმძღვანელი თამარ ხაჭაპურიძე ხმაურით შევიდა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ ხაჭაპურიძეს სიწყნარისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომიტეტის სხდომის დატოვება მოსთხოვა.
“როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ საკითხზე მიმდინარეობდა და მიმდინარეობს გამოძიება. მე დეტალურად არ ვარ ამ საქმეში ჩახედული, თუმცა, რა თქმა უნდა, მზად ვარ, ამ ფორმატშიც განვიხილოთ ამ საქმის დეტალები. მე არ ვფიქრობ, რომ ეს დასამალი იყოს. მე მზად ვარ, ამ შემთხვევაში თქვენთან (მიმართა თამარ ხაჭაპურიძეს) შეხვედრისთვის და შემიძლია დეტალურად გავიარო შემდეგ კვირაში თქვენი პრეტენზიები”, – განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები