ირაკლი შოთაძე: აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელმა 50%-დან 30%-მდე დაიკლო

მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძის განცხადებით, 2014-2015 წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა იძულების და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკის საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით.
როგორც შოთაძემ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სრულწლოვანი პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელმა 50%-დან 30%-მდე დაიკლო.
შოთაძის თქმით, საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას, სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელი შემცირდა.
“ბოლო წლებში საპროცესი შეთანხმების გაფორმებისას, მკვეთრად დაიკლო სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებამ. თუკი 2011 წელს ასეთი შემთხვევა 7 770 იყო, მიმდინარე წელს არის 3 454 შემთხვევა. გარდა ამისა, დაიკლო ჯარიმის საშუალო ოდენობამ – თუკი 2011 წელს ჯარიმის საშუალო ოდენობა 6 855 ლარი იყო, 2015 წელს საშუალოდ არის 2 224 ლარი. საპროცესო შეთანხმებების შედეგად 2009 წელს ბიუჯეტში მობილიზებული იყო 60 მილიონი ლარი, 2010 წელს – 96 მილიონი ლარი, 2011 წელს – 100 მილიონი, ხოლო 2014 წელს იყო 22 მილიონი, ხოლო 2015 წლის ცხრა თვეში არის – 15 მილონი ლარი”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები