„თბილისის წიგნის დღეები“ დაიწყო

დღეს, 11:00 საათზე „ექსპო ჯორჯიაში“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალი „თბილისის წიგნის დღეები“ გაიხსნა, რომელიც წიგნის ხელოვნების ცენტრისა და „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით, წელს მეორედ იმართება. ფესტივალი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის გოეთეს ინსტიტუტის დაფინანსებით, ასევე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორობითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება: წიგნის ბაზრობა, გამოფენები, საჯარო ლექციები და საბავშვო ღონისძიებები. „თბილისის წიგნის დღეების“ ფარგლებში გაიმართება: წლის ყველაზე მასშტაბური წიგნის ბაზრობა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 40-ზე მეტი ქართული გამომცემლობა, დიდი ფასდაკლებებით და მრავალი სიურპრიზით; ქართველ ილუსტრატორთა და წიგნის დიზაინერთა 3 გამოფენა; საერთაშიროსო შემოქმედებითი გაერთიანებებისა და ცნობილ მხატვარ-ილუსტრატორთა 14 გამოფენა; უცხოელი ილუსტრატორებისა და მოწვეული სტუმრების საჯარო ლექციები; მრავალფეროვანი საბავშვო-საგანმანათლებლო პროგრამა. „წიგნის დღეები“ 29 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები