5 დეკემბერს ყოველწლიური საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

5 დეკემბერს ყოველწლიური საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. საქველმოქმედო გამოფენას ტრადიციულად ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო ატარებს. დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სპეციალური საგამოფენო სივრცე მოეწყობა, სადაც საახალწლო ნივთების, ხელნაკეთი აქსესუარების და სხვა ბევრი ნაკეთობის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ღონისძიებაზე შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და საქართველოს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გადაეცემა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს: ქართველი და სხვა მრავალი ქვეყნის სხვადასხვა ხელოვნების დარგის წარმომადგენელი, 30- მდე საელჩო და საერთაშორისო მისია: აზერბაიჯანი, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, გერმანია, დანია, ესტონეთი, ესპანეთი, თურქეთი, იაპონია, იტალია, ლიტვა, ლატვია,ნიდერლანდები, პოლონეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, ჩინეთი, ყატარი. საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა რადიო JAKO FM-ის მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები