ზუგდიდის დასი მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლებს გამართავს

28 ნოემბერს, 19:00 საათზე მოზარდმაყურებელთა თეატრში ზუგდიდის თეატრი მაყურებლის წინაშე რეჟისორ გეგა ქურციკიძის სპექტაკლით „დაბრუნება“ წარდგება. სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის რომანის „მარადისობის კანონისა“ და მოთხრობების – „სისხლის“ და „ძაღლის“ მიხედვით დაიდგა.
ინსცენირების ავტორი თავად რეჟისორია. მთავარ როლს (ბაბუა) მერაბ კაკალია ასრულებს. მსახიობი ამავე სპექტაკლით წელს „დურუჯზე“ მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის იყო წარდგენილი. „დაბრუნებს“ პრემიერა ზუგდიდში შარშან, ზაფხულში გაიმართა. ზუგდიდის თეატრს გასტროლზე ასევე ნიკა საბაშვილის თოჯინური სპექტაკლი „შვლის ნუკრის ნაამბობი“ ჩამოაქვს, რომელიც მოზარდმაყურებელთა თეატრში 16:00 საათზე გაიმართება. 29 ნოემბერს კი ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ბადრი წერედიანის სპექტაკლი „დამსჯელი 14“ მარჯანიშვილის თეატრის „სხვენში“ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები