სანქტ-პეტერბურგში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს
რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში უზბეკეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც საერთაშორისო ძებნაშია ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის გამო. როგორც სააგენტო „ტასს“ პეტერბურგის უშიშროების ფედერალური სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დიმიტრი კოეჩეტკოვმა განუცხადა, ეს მამაკაცი ძებნაში უზბეკეთმა გამოაცხადა ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობასა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო. დაკავებული პირის ვინაობა არ სახელდება.