რუსეთის ტურისტული კომპანიები თურქეთში ტურებს აუქმებენ

რუსეთის ტურისტული კომპანიები ახალ წლამდე თურქეთში ტურებს აუქმებენ. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება. ტუროპერატორები, რომლებიც საგზურებს გააუქმებენ, კლიენტებს ტურის სრული ფასის ანაზღაურებას ან სხვა მიმართულებას სთავაზობენ. თუ ახალი ტური უფრო იაფი ღირს, კლიენტს ფულს უბრუნებენ, ხოლო თუ ძვირი – ის თანხას ამატებს. ასეთივე სიტუაციაა შექმნილი ეგვიპტესთან დაკავშირებით.

სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მისი უწყება რუს ტურისტებს თურქეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებას მოუწოდებს. ლავროვის განცხადება თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული „სუ-24“-ის ჩამოგდებას მოჰყვა, თუმცა მინისტრი აცხადებს, რომ ამ ორ ფაქტს შორის პირდაპირი კავშირი არ არის და ეს რეკომენდაცია თურქეთში გაზრდილი ტერორისტული საფრთხით არის გამოწვეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები