ქუვეითის გამოცემა: რუსულმა საზღვაო ქვეითებმა სირიაში ერთ-ერთი სიმაღლე შტურმით აიღეს

ქუვეითური გამოცემა Al-Rai-ის ცნობით, რუსულმა საზღვაო მედესანტეებმა სირიაში მიმდინარე სახმელეთო ოპერაციაში პირველად მიიღეს მონაწილეობა. კერძოდ, მათ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სიმაღლე სახლ ალ-გაბი შტურმით აიღეს. შტურმის დროს ქვეითთა ნაწილებს ტანკები და მოიერიშე თვითმფრინავები ეხმარებოდნენ. ეს ადგილი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ის ლატაკიასა და იდლიბს შორის მდებარეობს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, შეტევაში დაახლოებით ერთი ბატალიონი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები