„რუსეთი ომს არ აპირებს“ – ლავროვმა და ჩავუშოღლუმ „სუ-24“-ის ჩამოგდების საკითხი განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და თურქეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსული „სუ-24“-ის ჩამოგდების საკითხი განიხილეს. ლავროვის თქმით, თურქმა მინისტრმა ამ ინციდენტთან დაკავშირებით სინანული გამოთქვა.

„ჩვენ ახსნა-განმარტებებს თურქეთის მხრიდან უფრო მაღალ დონეზე ველოდით, თუმცა, როგორც ამბობენ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენმა თვითმფრინავმა, მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, 17 წამით, მთელი 17 წამით!.. დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე. ეგეოსის ზღვის მიდამოებში თურქული თვითმფრინავები ერთი წლის განმავლობაში საბერძნეთის საჰაერო სივრცეს 1 500-ჯერ არღვევენ. თუმცა ბერძნებს თურქული თვითმფრინავები არ ჩამოუგდიათ“ , – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვი ამბობს, რომ თურქეთთან რუსეთი ომს არ აპირებს. რაც შეეხება ორმხრივ ეკონომიკურ საკითხებს, რუსეთს არ სურს თურქი მეწარმეებისთვის ხელოვნური სირთულეების შექმნა, მაგრამ ამ სიტუაციის უყურადღებოდ დატოვებაც არ შეუძლია.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სერგეი ლავროვმა 16 ნოემბრისთვის თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები