აშშ და საფრანგეთი ტერორიზმთან ბრძოლის გაერთიანებაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და საფრანგეთის ლიდერი ფრანსუა ოლანდი შეთანხმდნენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებთან“ ერთობლივი ბრძოლა აუცილებელია. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში გაიმართა.
„ჩვენ, ამერიკელები, მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს ჭირშიც და ლხინშიც. ეს მხარდაჭერა აუცილებლად შენარჩუნდება მომავალშიც. „ისლამური სახელმწიფო“ ყველასთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. აშშ და საფრანგეთი უნდა დარჩნენ ერთიანნი ტერორიზმთან ბრძოლაში და სამართლიანობას მიაღწიონ“, – განაცხადა ობამამ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ვაშინგტონი და პარიზი სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიადარტყმების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, ორი ქვეყნის პრეზიდენტი შეთანხმდა, რომ სირიასა და თურქეთს შორის საზღვარი უნდა ჩაიკეტოს, რათა ევროპაში ლტოლვილების ნაკადი შემცირდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები