სირიაში რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს

სირიაში რუსეთის კუთვნილი ვერტმფრენი ანტისატანკო რაკეტით ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ინფორმაცია ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ სააგენტო „როიტერს“ სირიაში ადამიანის უფლებათა დაცვის ობსერვატორიიდან მიაწოდეს.
„სირიის პრეზიდენტის წინააღმდეგ მებრძოლ ამბოხებულთა ერთმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ვერტმფრენი ანტისატანკო რაკეტით ჩამოაგდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსული სამხედრო მოერიშის ჩამოგდების შემდეგ, რუსეთმა კატაპულტირებული მფრინავების მოსაძებნად სამაშველო ვერტმფრენები გაგზავნა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვეტმფრენი, რომელიც სირიელმა ამბოხებულებმა ჩამოაგდეს, სწორედ აღნიშნული სამაშველო ვერტმფრენია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები