თურქეთ-სირიის საზღვარზე, რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, ნატო საგანგებო შეხვედრას გამართავს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების გამო, საგანგებო სხდომის ჩატარებას გეგმავს. ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრა ელჩების დონეზე ჩატარდება და პრესისთვის განცხადებების გაკეთება არ იგეგმება. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამას „ძალზე სერიოზულ“ ინციდენტს უწოდებენ და მომხდარის დეტალებს აზუსტებენ. მანამდე ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაერომაც გააკეთა. ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით შექმნილმა სიტუაციამ შეიძლება სირიაში ტერორიზმთან ბრძოლის საკითხი გაართულოს.
შეგახსენებთ, რომ „სუ-24“ -ის ჩამოგდება თურქეთმაც და რუსეთმაც დაადასტურა. ანკარის ცნობით, რუსულმა ბომბდამშენმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. მოსკოვი კი ირწმუნება, რომ თვითმფრინავი სირიის საჰერო სივრცეში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები