ნინო წილოსანი – პოლონეთის გადაწყვეტილება პასუხობს ქართველი რადიკალების მოთხოვნას, რომ დეზინფორმაციის და მავნებლური პროპაგანდის ახალი კერა გაჩნდეს
“ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს შემთხვევაში ვუყურებთ, რამდენად აბსურდისკენ მიექანება რიგი ბიუროკრატების გადაწყვეტილებები,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლონეთის პოზიცია, რომ საქართველოში ქართულენოვანი განყოფილება დაამატონ, საკუთარი ხალხის წინაშე ახსნას ვერ ჰპოვებს.
„სამწუხაროდ, პოლონეთის გადაწყვეტილება ქართველი რადიკალების მოთხოვნას პასუხობს, რომ დეზინფორმაციის და იმ მავნებლური პროპაგანდის ახალი კერა გაჩნდეს, რაც არასახელმწიფოებრივია“, – განაცხადა წილოსანმა.