“ნებისმიერი პოზიცია, რომელსაც იკავებდა და დაიკავებს მამუკა მდინარაძე, არის წარმატების გარანტია” – რატი იონათამიშვილი
“ნებისმიერი პოზიცია, რომელსაც იკავებდა და დაიკავებს მამუკა მდინარაძე, არის წარმატების გარანტია”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, დადასტურებული ფაქტებით არის შესაძლებელი საუბარი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში ძლიერდება.
“რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის პანიკას, სინამდვილეში ისინი საკუთარ თავებს ჰყიდიან, რომ მათ ინტერესებში არ არის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და განვითარება. მაგრამ მოუწევთ ამ შიშებთან დარჩენა, ვინაიდან ხელს ვერ შეუშლიან ამ ყველაფერს“, – აცხადებს იონათამიშვილი.
ცნობისთვის, ხვალიდან სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს.