მალის ხელისუფლება სასტუმროზე თავდასხმის მონაწილეებს ეძებს

მალის ხელისუფლება სულ მცირე სამ პირს ეძებს, რომლებიც ქვეყნის დედაქალაქ ბამაკოში სასტუმრო „რედისონზე“ თავდასხმის მონაწილეები შეიძლება იყვნენ. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „რედისონში“ ათამდე ტერორისტმა 170 ადამიანი მძევლად აიყვანა. უშიშროების ძალებმა მძევლების დიდი ნაწილი შტურმის შემდეგ გაათავისუფლეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასტუმროს დაკავების შემდეგ სპეცრაზმმა 27 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა. მალის პრეზიდენტის იბრაჰიმ ბუბაკარის თქმით, ორი ტერორისტი ლიკვიდირებულია. დაღუპულთა შორის არიან აშშ-ის, ჩინეთის და რუსეთის მოქალაქეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები