„პარიზისთვის“ – წარწერები ავიაბომბებზე, რომლითაც რუსეთი სირიაში ისლამისტებს ბომბავს (ვიდეო)
„ჩვენებისთვის“, „პარიზისთვის“ – აღნიშნული წარწერები აქვს ავიაბომბებს, რომლებსაც რუსეთის ავიაცია სირიის დასაბომბად იყენებს. რუსეთის პრეზიდენტისა და სამხედროების თათბირის დროს ვიდეოკადრები რუსულმა ტელეარხმა „როსია 24“- მა აჩვენა.
თათბირზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსი სამხედროები ფრანგ კოლეგებთან ერთად მოქმედებენ.
რუსეთის ფედერაცია სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს 30 სექტემბრიდან ბომბავს. პარიზში 13 ნოემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ დაბომბვები უფრო ინტენსიური გახდა.
https://www.youtube.com/watch?v=6mmo2CWeD_M