„ნასამ“ კომპანია SpaceX-თან პილოტირებული ხომალდის გაშვებაზე კონტრაქტი გააფორმა
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ პილოტირებული ხომალდის გაშვებაზე კომპანია SpaceX-თან კონტრაქტი გააფორმა. „ნასას“ ინფორმაციით, ეს მეორე ამ ტიპის კონტაქტია ოთხ დაგეგმილს შორის. პირველი კონტრაქტი 2015 წლის მაისში კომპანია „ბოინგთან“ გაფორმდა.
ამ ხომალდების მეშვეობით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გაგზავნა იგეგმება. Boeing CST-100 Starliner-ის და SpaceX Dragon-ის მეშვეობით ასტრონავტების გაგზავნა ორბიტალურ სადგურზე მათი დარჩენის დროს გაახანგრძლივებს და მეტი სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარების საშუალებას მისცემს.
კოსმოსური ხომალდის Dragon-ის პილოტირებული გაფრენა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ 2017 წლის ბოლოსთვის იგეგმება.