“ტერორისტებმა ხელყუმბარებიც გამოიყენეს” – მალის დედაქალაქში „რედისონ ბლუს“ შტურმი დაიწყო

მალის დედაქალაქ ბამაკოში იმ სასტუმროს შტურმი დაიწყო, სადაც დილით შეიარაღებულმა პირებმა 170 მძევალი აიყვნეს. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება. ტელეარხ France 24-ის ინფორმაციით, სამართალდამცველთა შტურმის დაწყებამდე ტერორისტებმა 15 ადამიანი გაათავისუფლეს.
მძევლები, სხვადასხვა მონაცემით, 2-დან 10-მდე ტერორისტმა აიყვანა. „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, თავდასხმის დროს ტერორისტებმა ხელყუმბარებიც გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები