მალიში “ბოევიკებმა” ის მძევლები გაათავისუფლეს, რომლებმაც ყურანის ციტირება შეძლეს

მალის დედაქალაქ ბამაკოში, სასტუმრო “რედისონში” აყვანილი 170 ადამიანიდან “ბოევიკებმა” ნაწილი გაათავისუფლეს. მათ შორის არიან ისინი, რომლებმაც ყურანის ციტირება შეძლეს.
რამდენი მძევალია გათავისუფლებული, ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის შენობაში სროლების ხმა ისმის.
როგორც უცხოური მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, “ბოევიკები” შენობაში შეჭრისას ისლამისტურ ლოზუნგებს ყვიროდნენ და ალაჰს ადიდებდნენ.
მალის დედაქალაქ ბამაკოში, სასტუმრო “რედისონში” “ბოევიკებმა” მძევლად 170 ადამიანი აიყვანეს, მათგან 140 სტუმარია, 30 კი სასტუმროს თანამშრომელი.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელებმა სასტუმროს შენობაში ცეცხლი გახსნეს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამი ადამიანია გარდაცვლილი, არიან დაჭრილები.
ფრანგული მედიის ცნობით, “ბოევიკები” დიპლომატიური სანომრე ნიშნებიანი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები