ანტვერპენის სამ სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა
ბელგიის ქალაქ ანტვერპენში სამი სკოლიდან მოსწავლეები და მასწავლებლები არიან ევაკუირებულები. სკოლებში ევაკუაცია ანონიმური ზარის შემდეგ მოხდა. უცნობმა პირებმა სასწავლო დაწესებულებებში ბომბების არსებობის შესახებ განაცხადეს.
ევაკუაცია გამოცხადდა ასევე ქალაქის ცენტრალურ სარკინიგზო სადგურში. აქაც განგაშის მიზეზი ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება გახდა. ამჟამად სკოლებში და რკინიგზის სადგურში გამნაღმველები მუშაობენ. ამ დროისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურებულა. ევროპის მრავალ ქვეყანაში 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული.